თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას თანხმობა უნდა გამოუცხადონ, სიტყვიერი დაპირისპირება იყო

თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს სხდომაზე, სადაც თბილისის მთავრობის ახალ შემადგენლობას თანხმობა უნდა გამოუცხადონ, სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

კერძოდ, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის” წარმომადგენელი ოთარ ჩრდილელი და თბილისის საკრებულოს „ძლიერი საქართველო-ლელოს“ დეპუტატი ვატო სურგულაძე.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოთარ ჩრდილელმა ვატო სურგულაძეს უთხრა, რომ ფინანსური და ადამიანური რესურსით ამაგრებდნენ ანტისახელმწიფოებრივ მიტინგებს.

„ფინანსური და ადამიანური რესურსით ამაგრებდით და ამხნევებდით ანტისახელმწიფოებრივ მიტინგებს. თებერვალში, როდესაც მიხვდით, რომ ყველაფერი დაიშალა, გახარიას ცალკე შეეკარით. ასევე, თქვენი გაუმჭვირვალე ქმედებები გერმანიის ელჩთან! ვერაფერს გაეცით პასუხი! ერთი ალთას ამბობთ, მეორე ბალთას“,- მიმართა ჩრდილელმა, რის საპასუხოდაც ვატო სურგულაძემ უპასუხა, რომ ოპოზიციის ეშინიათ და თითის ქნევით არ უნდა ესაუბროს.

„თითით ნუ მესაუბრებით რა, სადმე სხვაგან! გეშინიათ და ეს არის. ჩვენი [ოპოზიციის] გეშინიათ!”,- მიმართა სურგულაძემ

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს