დიმიტრი ხუნდაძე - რა გამოდის, რომ ევრობიუროკრატები გვთავაზობენ, რომ დაგვამხობენ და ჩვენ, სასამართლოში წასვლის უფლებაც არ უნდა გვქონდეს - ეს უსამართლოა, მიუღებელია და სცდება დემოკრატიულ პრინციპებს

ევრობიუროკრატებმა მოინდომეს ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდეს უფლება, წავიდეს სასამართლოში. ანუ გამოდის რა, რომ ისინი გვთავაზობენ, რომ დაგვამხობენ და ჩვენ, სასამართლოში წასვლის უფლებაც არ უნდა გვქონდეს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით ევროპელი პარტნიორების გამოხმაურებებზე.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ეს უსამართლოა, მიუღებელია და სცდება დემოკრატიულ პრინციპებს.

„რა თქმა უნდა, დემოკრატიული პრინციპებისთვის მიუღებელია, როდესაც ვინმეს სასამართლოში წასვლას უკრძალავენ, თუმცა ჩვენ გვახსოვს ევრობიურაკრატების დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ, როდესაც ისინი ცდილობდნენ, რომ სასამართლო საკუთარი კონტროლის ქვეშ აეყვანათ და ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებები და მისი რევიზია მოეხდინათ საელჩოებში. ახლა, უკვე მოინდომეს ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ჰქონდეს უფლება წავიდეს სასამართლოში. ანუ გამოდის, რა, რომ ისინი გვთავაზობენ, რომ დაგვამხობენ და ჩვენ, სასამართლოში წასვლის უფლებაც არ უნდა გქონდეს. რა თქმა უნდა, ეს უსამართლოა, მიუღებელია და სცდება დემოკრატიულ პრინციპებს. ეს არამხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობას აზიანებს, არამედ ეს აზიანებს თავად ევროპულ ჭეშმარიტ ღირებულებებს, რაც თავად ევროპასაც, რა თქმა უნდა,ზიანს მოუტანს“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რითაც ითხოვს სამი პოლიტიკური სუბიექტის: „ნაციონალური მოძრაობის“ , „კოალიცია ცვლილებების“ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ არაკონსტიტუციურად ცნობას.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა