ვოლოდიმირ ზელენსკი - მიმდინარე კვირაში რუსებმა უკრაინაში ადამიანების წინააღმდეგ 1500-მდე დრონი, 1170-მდე მართვადი საავიაციო ბომბი და 70-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს

მიმდინარე კვირაში რუსებმა უკრაინაში ადამიანების წინააღმდეგ 1500-მდე დრონი, 1170-მდე მართვადი საავიაციო ბომბი და 70-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„დარტყმები იყო ჩვეულებრივ საცხოვრებელ შენობებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ასევე ენერგეტიკის სექტორზე ტერორისტული თავდასხმები განხორციელდა. ნათელია, რომ მოსკოვის მიზანი ჩვენი ხალხისთვის ზიანის მიყენებაა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინა „ზამთარში ენერგეტიკის სექტორისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით მუშაობს“.

„ჩვენს პარტნიორებთან უკვე კონკრეტული შეთანხმებები გვაქვს. უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდის მეშვეობით და საჭირო აღჭურვილობის მოწოდებით, აშშ, ნორვეგია, გერმანია, ნიდერლანდები, კანადა, გაერთიანებული სამეფო, იტალია, იაპონია, ლიეტუვა, დანია, შვედეთი, ესტონეთი, ესპანეთი და ევროკომისია მხარს გვიჭერს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო