ავღანეთში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 260-მდე დაშავდა

ავღანეთის ჩრდილოეთით, ქალაქ მაზარ-ე-შარიფთან ახლოს 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 260-მდე დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მაზარ-ე-შარიფთან ახლოს, 28 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.

ავღანეთის „თალიბანის“ მთავრობის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველაზე მეტად ბალხისა და სამანგანის პროვინციების ნაწილები დაზარალდა.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, შარფატ ზამანის განცხადებით, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი