მიხეილ ყაველაშვილი - ძვირფასო დიპლომატებო, გილოცავთ ქართული დიპლომატიის დღეს! ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიონალიზმი და რაც მთავარია, სამშობლოსადმი უპირობო ერთგულებაა!

მიხეილ ყაველაშვილი დიპლომატებს ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს.

„ძვირფასო დიპლომატებო, გილოცავთ ქართული დიპლომატიის დღეს! ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიონალიზმი და რაც მთავარია, სამშობლოსადმი უპირობო ერთგულებაა! დღევანდელი, ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია თქვენი როლი საქართველოს სუვერენიტეტის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და წარმატებას გისურვებთ თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში. მწამს, რომ დიპლომატიური სტანდარტების მტკიცედ დაცვით, პირნათლად შეასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას!”- აღნიშნავს ყაველაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა