ნინო ლომჯარია - პარტიების აკრძალვის შემთხვევაშიც უნდა არსებობდეს გეგმა - არ შეიძლება, პროცესი იყოს მკვდარი და საზოგადოებას არ ჰქონდეს განცდა, რომ პოლიტიკოსები თუნდაც, მოულოდნელად ჩანიშნული არჩევნებისთვის არ ემზადებიან

პარტიების აკრძალვის შემთხვევაშიც უნდა არსებობდეს გეგმა - არ შეიძლება, რომ პოლიტიკური პროცესი ამ დროს იყოს მკვდარი და საზოგადოებას არ ჰქონდეს განცდა, რომ პოლიტიკოსები თუნდაც, მოულოდნელად ჩანიშნული ვადამდელი არჩევნებისთვის არ ემზადებიან, - ამის შესახებ „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, „არ არის აუცილებელი, რომ კონკრეტული ნაბიჯები საჯაროდ იყოს განხილული“.

„თუ კონკრეტული ოპოზიციური პარტიები არ დადგებიან [ერთად], მაშინ ვიღაც სხვა დადგება. ვიღაც სხვა ძალები ან დაინტერესებული პირები გამოჩნდებიან და ალბათ, შეავსებენ ამ ნიშას. რა თქმა უნდა, თუ აიკრძალება პარტიები ან პარტიების ნაწილი, ამ შემთხვევაშიც უნდა არსებობდეს გეგმა. სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ ყველა სცენარი უნდა განიხილებოდეს პოლიტიკურ სპექტრში. ყველა სცენარისთვის უნდა იყვნენ მზად პოლიტიკოსები. აიკრძალება ორი, სამი, ოთხი, ხუთი, რვა თუ ა.შ. პარტია, ყველა სცენარი უნდა იყოს დამუშავებული. ყველა სცენარისთვის უნდა არსებობდეს გეგმა, როგორ მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი. არ არის აუცილებელი, რომ ეს საკითხები იყოს საჯაროდ განხილული. არ არის აუცილებელი, რომ ამაში პროტესტის, თუნდაც, მონაწილეები იყვნენ ჩართულები. ეს პროცესი უნდა მიმდინარეობდეს, თუნდაც დახურულ კარს მიღმა, არ არის საჭირო, რომ ყველაფერი საზოგადოების წინ იყოს განხილული. მთავარია, რომ პროცესი მიმდინარეობდეს. მაშინ, როდესაც ისინი თავს სწირავენ და აპროტესტებენ, მთავარია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. ისიც, რომ ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკური ამბიცია აქვთ, ემზადებიან იმ სამომავლო საპარლამენტო არჩევნებისთვის, რაც ერთ დღეს, შეიძლება, სრულად მოულოდნელად ჩაინიშნოს და რის გამოც, მოქალაქეები ერთი წელია თავს სწირავენ. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ვადამდელი არჩევნებია. როდესაც ის ჩაინიშნება, არ შეიძლება, პოლიტიკოსებმა თქვან, რომ ამისთვის მზად არ იყვნენ. არ შეიძლება, რომ პოლიტიკური პროცესი ამ დროს იყოს მკვდარი და საზოგადოებას არ ჰქონდეს განცდა, რომ პოლიტიკოსები არ ემზადებიან თუნდაც, მოულოდნელად ჩანიშნული ვადამდელი არჩევნებისთვის“,- განაცხადა ლომჯარიამ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის