Bloomberg - გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უკრაინას Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტები მიაწოდა, რათა კიევისთვის რუსეთში შორ მანძილზე დარტყმების კამპანიის გაგრძელების საშუალება მიეცა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უკრაინას Storm Shadow-ს ტიპის ფრთოსანი რაკეტები მიაწოდა, რათა კიევისთვის რუსეთში შორ მანძილზე დარტყმების კამპანიის გაგრძელების საშუალება მიეცა, - ინფორმაციას Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც გამოცემასთან ანონიმურად ისაუბრეს.

Bloomberg-ის ცნობით, რაკეტების მიწოდება განხორციელდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინა ზამთრის თვეებისთვის მარაგით იყოს აღჭურვილი. Bloomberg-ის წყაროების განცხადებით, გაერთიანებული სამეფო შეშფოთებულია, რომ ზამთარში კრემლი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს გააძლიერებს.

Bloomberg-ი წერს, რომ უკრაინისთვის მიწოდებული რაკეტების კონკრეტული რაოდენობა არ გახმაურებულა.

„იმ ფონზე, როცა რუსეთი სულ უფრო მეტად იბრძვის სანქციების სიმძიმის ქვეშ, გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები ცდილობენ ვლადიმერ პუტინს აჩვენონ, რომ დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გადააჭარბებს რუსეთის ეკონომიკის უნარს, გააგრძელოს საომარი მოქმედებების მხარდაჭერა“, - აღნიშნულია Bloomberg-ის ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი