ბრიუსელში „გაფართოების სამიტში” ევროკავშირის ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ვოლოდიმირ ზელენსკი, მაია სანდუ, ალექსანდრ ვუჩიჩი, ალბანეთის, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრები

4 ნოემბერს ბრიუსელში „გაფართოების სამიტი“ გაიმართება. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

„გაფართოების სამიტში“ ევროკავშირისა და კანდიდატი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.

სამიტში მონაწილეობას მიიღებენ: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, უკრიანის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილოჟკო სპაჟიკი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ჰრისტიან მიცკოსკი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი.

სამიტი სატელევიზიო ფორმატში ჩატარდება და იგი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ასევე, როგორც ცნობილია, 4 ნოემბერს ევროკომისია 2025 წლის გაფართოების პაკეტს მიიღებს.

გაფართოების შესახებ ანგარიში მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ყველა კანდიდატ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, წინსვლისა და რეფორმების პრიორიტეტების ყოველწლიურ შეფასებას.

ასევე, საქართველოსთან დაკავშირებით შეფასების შესახებ ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი 4 ნოემბერს, 18:00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები