ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა იარაღის ექსპორტისა და ერთობლივი წარმოების ოფისებს ბერლინსა და კოპენჰაგენში გახსნის

უკრაინა იარაღის ექსპორტისა და ერთობლივი წარმოების ოფისებს ბერლინსა და კოპენჰაგენში გახსნის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა დრონებისა და საარტილერიო სისტემების ექსპორტს განახორციელებს.

„ეს იმ იარაღის ერთობლივ წარმოებასა და ექსპორტს ეხება, რომლის გაყიდვაც შეგვიძლია, რათა საკმარისი თანხა გვქონდეს დეფიციტური შეიარაღების წარმოებისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, წლის ბოლომდე „ფლამინგოსა“ და „რუტას“ რაკეტების მასობრივი წარმოება იგეგმება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები