ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ში აშშ-ის ელჩს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ში აშშ-ის ელჩს, მეთიუ უიტაკერს შეხვდა, - ინფორმაციას ელჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ზელენსკის განუცხადა, რომ ომი უნდა დასრულდეს.

„განვაცხადე, რომ ეს უაზრო ომი უნდა დასრულდეს და რომ მშვიდობა - პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევით - წინსვლის ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გზაა“, - წერს მეთიუ უიტაკერი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, მეთიუ უიტაკერი კიევში იმყოფება. ის გუშინ უკრაინის თავდაცვის მინისტრს, დენის შმიგალს შეხვდა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო