მიხეილ სააკაშვილი - მინდა, ვურჩიო ღარიბაშვილს, მოერიდოს შეკვეთილ საკვებს, ხინკალს, ხაშლამას, სუპებს და ბევრ სხვა პროდუქტს, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ნოვიჩოკი ან მძიმე მეტალები - მის პატრონს უყვარს სხვადასხვა ნივთიერებებით ექსპერიმენტირება

მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, მოერიდოს შეკვეთილ საკვებს, ხინკალს, ხაშლამას, სუპებს და ბევრ სხვა პროდუქტს, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ნოვიჩოკი ან მძიმე მეტალები, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი ასევე მიმართავს ირაკლი ღარიბაშვილს არ გაიმეოროს „ეროსი კიწმარიშვილის და გლდანის ციხის უფროსის შეცდომები და დახურულ ნაგებობაში შესვლისას ყოველთვის დააკვირდეს შეტრიალებულია თუ არა სათვალთვალო კამერა“.

„2022 წელს, მას შემდეგ, რაც ჟენევაში მიიღეს სარწმუნო ინფორმაცია ჩემი მოწამვლის შესახებ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, სახელგანთქმულმა დოქტორ ტედრისმა დაურეკა მაშინ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და უთხრა, რომ ის იმავე დღეს გამოაგზავნიდა თვითმფრინავს ჩემი სამედიცინო ევაკუაციისთვის.

ღარიბაშვილმა მიუგო, რომ მე მსახიობი ვიყავი (ე.ი. მოვახდინე სიცხის, სისუსტის, კრუნჩხვების, სხეულზე წითელი ლაქების, თმების სასტიკი დაცვენის იმიტაცია) სინამდვილეში სრულიად ჯანმრთელი ვიყავი და არსად არ გამიშვებდნენ.

ჰოდა ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს შეკვეთილ საკვებს, ხინკალს, ხაშლამას, სუპებს და ბევრ სხვა პროდუქტს, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ნოვიჩოკი ან მძიმე მეტალები.

მის პატრონს უყვარს ეკატერინე მედიჩივით (ხვედელიძეზე არაა საუბარი, არამედ საფრანგეთის მომწამლავ დედოფალზე) სხვადასხვა ნივთიერებებით ექსპერიმენტირება.

ასევე არ გაიმეოროს ეროსი კიწმარიშვილის და გლდანის ციხის უფროსის შეცდომები და დახურულ ნაგებობაში შესვლისას ყოველთვის დააკვირდეს შეტრიალებულია თუ არა სათვალთვალო კამერა. ვინ ვინ და ჰაკიმ ფაშა ზუსტად იცნობს მამამარჩენალის ამ რუსეთიდან გამოყოლილ მეთოდებს“,- წერს სააკაშვილი.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო