ვიქტორ ორბანი - ევროკავშირმა უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობა უნდა დაამყაროს მისი გაწევრიანების გარეშე

ევროკავშირმა უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობა უნდა დაამყაროს, მისი გაწევრიანების გარეშე, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი X-ზე წერს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „უნგრეთის მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაბლოკვა პუტინის მხარდაჭერას ნიშნავს“.

„მხარდაჭერას რაც შეეხება: უკრაინელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე ჩვენ 200 მილიონი ევრო დავხარჯეთ. სამწუხაროა, თუ ეს პრეზიდენტ ზელენსკისთვის არაფერს ნიშნავს. მხარდაჭერა, რომელსაც უკრაინა ევროკავშირისგან იღებს, უნგრეთის თანხებსაც მოიცავს. ეს არ გვახარებს, მაგრამ მაინც ფაქტია“, - წერს ორბანი.

მისი თქმით, „უარყოფს მოსაზრებას, რომ უნგრეთს უკრაინის წინაშე რაიმე ვალდებულება აქვს“.

„უკრაინა უნგრეთს არავისგან და არაფრისგან იცავს. უნგრეთის უსაფრთხოება გარანტირებულია მისი თავდაცვითი შესაძლებლობებით და ნატო-ს მეშვეობით, რომლის წევრიც (საბედნიეროდ) უკრაინა არ არის“, - აცხადებს ორბანი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ „უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ევროპაში ომს გამოიწვევს“.

„უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს და ამას არც მომავალში გააკეთებს. მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობა უნდა დაამყაროს, მისი გაწევრიანების გარეშე. ჩვენი წინადადება ეს არის“, - აღნიშნავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები