დონალდ ტრამპი - ტრამპის არ ყოფნა ბიულეტენში და „შათდაუნი“ იყო ორი მიზეზი, რის გამოც „რესპუბლიკელებმა“ არჩევნები წააგეს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აშშ-ის რამდენიმე შტატში ჩატარებული არჩევნების შედეგებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „რესპუბლიკელების“ მარცხის ორი მიზეზი არსებობს: მთავრობის „შათდაუნი“ და ის, რომ ბიულეტენებში დონალდ ტრამპი არ იყო.

„გამოკითხვის ჩამტარებლები აცხადებენ, რომ ტრამპის არ ყოფნა ბიულეტენში და მთავრობის „შათდაუნი“ იყო ორი მიზეზი, რის გამოც „რესპუბლიკელებმა“ არჩევნები წააგეს“, - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

შეგახსენებთ, წინასწარი პროგნოზებით, ნიუ-იორკის მერის, ასევე ვირჯინიის და ნიუ-ჯერსის შტატების გუბერნატორების არჩევნებში „დემოკრატმა“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს