რუსეთის თავდაცვის უწყება - პოკროვსკსა და კრასნოარმეისკში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცები უნდა დანებდნენ, გადარჩენის სხვა გზას არ აქვთ

კუპიანსკსა და კრასნოარმეისკში ალყაში მოქცეული უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების მდგომარეობა კრიტიკულია და მათ, დანებების გარდა, გადარჩენის სხვა შანსი არ აქვთ, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„კუპიანსკსა და კრასნოარმეისკში ჩარჩენილი უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების მდგომარეობა, რომლებიც განუწყვეტლივ განიცდიან მნიშვნელოვან დანაკარგებს თავდასხმებისა და რუსული ჯარების წინსვლის შედეგად, სწრაფად უარესდება, რაც უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს გადარჩენის სხვა გზას არ უტოვებს, გარდა ნებაყოფლობითი ჩაბარებისა“, - აცხადებენ უწყებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ასევე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლის თქმითაც კუპიანსკის „60-მდე დარჩენილი რუსისგან“ გაწმენდა მიმდინარეობს.

„კიევის რეჟიმის ხელმძღვანელმა სრულიად დაკარგა რეალობასთან კავშირი და სირსკის ცრუ ცნობების მოსმენით, სრულიად არაინფორმირებულია ადგილზე არსებული ოპერატიული ვითარების “, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.

რუსეთი 2024 წლიდან ცდილობს პოკროვსკის აღებას დონბასის რეგიონის მთლიანი ნაწილის დაკავების მცდელობის ფარგლები, რომლის დაახლოებით 10%-ს, ანუ 5000 კვადრატულ კილომეტრს უკრაინული ძალები კვლავ აკონტროლებენ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი