eCommerce Day Georgia თბილისში უკვე მესამედ ჩატარდა

31 ოქტომბერს თბილისში ყოველწლიური ღონისძიება — eCommerce Day Georgia ჩატარდა, რომელმაც უკვე მესამედ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლები, მცირე და საშუალო ბიზნესები ელექტრონული კომერციის თემაზე სასაუბროდ გააერთიანა. ღონისძიება იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციაზე Amazon Web Services-ის, Google Cloud-ის, Amadeus-ის და სხვა გლობალური და ადგილობრივი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი იქომერსში, ლაივ და სოცმედია იქომერსი, ონლაინ სერვისების პლატფორმები და სხვა. ღონისძიებას 500-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა.

“იქომერსის დღე” არ არის მხოლოდ 1 დღიანი კონფერენცია, რომელიც იქვე სრულდება - ეს არის სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის, სადაც ადგილობრივი ბიზნესი პირდაპირ უერთდება გლობალური ელექტრონულ კომერციის ტენდენციებს. მომხმარებელთა ქცევა სწრაფად იცვლება, ამიტომ წარმატებისთვის საკმარისი აღარ არის ტექნოლოგიების გამოყენება - მთავარია მათ ჭკვიანურად, სტრატეგიულად მართვა. იქომერსის დღე კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება ცოდნის გაზიარების გზით. ჩვენ უკვე მესამე წელია, ხელს ვუწყობთ ახალი პარტნიორობების შექმნას და ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარებას და დაწრმუნებულები ვფართ რომ ეს როგორც გრძელ, ისე მოკლევადიან პერსპექტივაშიც პროგრესის საფუძველი გახდება.” - აცხადებს იქომერს ასოციაცია -საქართველოს თავმჯდომარე, ლადო კანდელაკი

მთავარი პარტნიორი: საქართველოს ბანკი

ინოვაციების პარტნიორი: Visa

პარტნიორები: AWS, Aversi, Delivo, Google Cloud; Glovo, BDO Digital, Tech School / IE, Web Features, Elite, Acer, Cellfie, MELO Delivery, Dasta Records Management, Tegeta Holding, CityPay.io Georgia, Tether, Johnnie Walker, Wolt, Creatio, TASS vision, Quissly, Mazeg, Roaspig, Storera, Coincasa, Horsetours, Hamo Concept, Azintelecom

იქომერს ასოციაცია საქართველო დაარსდა 2020 წელს, ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის გაძლიერების მიზნით და წლების განმავლობაში ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ასოციაციის და მისი წევრების შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაზრდას ემსახურება. წლევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ ამოცანებს აერთიანებს, რაც ადგილობრივი ბიზნესებისთვის იდეალური შესაძლებლობაა, შექმნან სტრატეგიული პარტნიორობა ქართულ ელექტრონული კომერციის საზოგადოებასთან.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს