არქიმანდრიტი ილია თოლორაია - საპატრიარქოდან ფაქტობრივად გამომაგდეს, ბოლომდე არ მასაუბრეს - პატრიარქთან ვითხოვ შეხვედრას

არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ, რომელიც საპატრიარქოში მის მიერ გამოთქმული განცხადებების გამო იყო დაბარებული, საპატრიარქო დატოვა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მღვდელმთავრები მას „მონანიებას“ სთხოვდნენ.

„შევედი საპატრიარქოში. ოთახში იყო მეუფე შიო, მეუფე თეოდორე, მამა მიქაელ ბოტკოველი. მეუფე შიომ მითხრა, რომ რა განცხადებებიც გავაკეთე, ეს იყო ეკლესიის, პატრიარქის შეურაცხყოფა და ეს უნდა მოინანიოო. თავიდან საუბარსაც არ მაცდიდნენ და ჩემგან ითხოვდნენ ერთ სიტყვას „მოინანიე და გადი“. მე არ გავჩერდი და ვთხოვე მათქმევინეთ სიტყვა -მეთქი. ის, რაც ვთქვი მე, „ეგზარქოსი“, მანამდე მამა დოროთემ თქვა, რომ „თქვენ ხართ რუსეთისგან მოგზავნილები“, ამიტომ მე რაც ვთქვი ამას ავხსნი-მეთქი. მამა დოროთეზე მითხრეს, რომ სინანული უნდა გამოხატოსო. ბოლოს თქვეს, რომ ან „მოინანიე ან ზომებს მივიღებთო“. მე ვუთხარი, რომ ჩემ გარეშე პატრიარქთან არ შეხვიდეთ-მეთქი. ბოლოს შემოდის მამა ანდრია და მეუბნება, გადი გარეთო. ვუთხარი რა ხდება, რა არის მეთქი?!... ფაქტობრივად გამომაგდეს. ბოლომდე არ მასაუბრეს. გამოსვლის დროს მიჯიკავა და ხელით მაწვება. ვუთხარი რატომ მიჯიკავებ ხელით-მეთქი. თან ისეთი ტონით მესაუბრება, ალბათ უშიშროებაში ისწავლა. მე ხელი არ მიმიბრუნებია. ვიდექი და ვთხოვე, რატომ მკრავ ხელს-მეთქი?! მე არანაირ სინანულს არ ვითხოვ! მე განვმტკიცდი იმ აზრზე, რომ რუსეთისგან ხარ მოგზავნილი, მეუფე შიო. არ მოვინანიებ არასდროს! მე პატრიარქთან ვითხოვ შეხვედრას“, - განაცხადა არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ.

მისივე ინფორმაციით, ის საპატრიარქოში პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ და ასევე, მეუფე თეოდორემ დაიბარა.

ის საპატრიარქოში მის მოძღვართან ერთად, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან ერთად მივიდა, თუმცა შენობაში თავად არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი არ შეუშვეს და შეხვედრას მხოლოდ არქიმანდრიტი ილია თოლორაია დაესწრო. საპატრიარქოსთან მცირე სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილსა და საპატრიარქოს უსაფრთხოების თანამშრომლებს შორის. სამღვდელო პირი ითხოვდა საპატრიარქოში შესვლას, რის უფლებასაც უსაფრთხოების თანამშრომლები არ აძლევდნენ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი