ვოლოდიმირ ზელენსკი ალექსანდრ ვუჩიჩს ტელეფონით ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ალექსანდრ ვუჩიჩთან უკრაინისა და სერბეთის ევროინტეგრაციის საკითხები განიხილა.

„სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს ვესაუბრე. ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაციის საკითხებზე შინაარსიანი საუბარი გვქონდა. არის სფეროები, სადაც ერთმანეთის დახმარება შეგვიძლია“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ალექსანდრ ვუჩიჩთან „რეგიონული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებიც განიხილა“.

„ჩვენი ქვეყნები ამ ინტერესს იზიარებენ და ამის შესახებ ვიმუშავებთ“,-აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო