„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და მხარდაჭერისთვის პასუხისგებაში მიცემული შვიდი პირიდან ექვსს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ერთს კი 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და მხარდაჭერისთვის პასუხისგებაში მიცემული შვიდი პირიდან ექვსს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ერთს, ნანა მეფარიშვილს კი 3 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ნანა მეფარიშვილი პატიმრობიდან გირაოს გადახდის შემდგომ გათავისუფლდება.

აღნიშნულით სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სხდომას 7 ბრალდებულიდან ესწრებოდა 4 ბრალდებული: ნანა ნეფარიშვილი, გიორგი კირთაძე, ლევან მოისწრაფიშვილი, ბადრი ნათობაძე. ნათობაძის თქმით, ბრალს არ აღიარებს. სხდომას არ ესწრებოდნენ ბრალდებულები: ნოდარ ნიშნიანიძე, კაკო ტუღუში („ენცო“), თამაზ მეფარიშვილი. პროკურორის თამით, სამივე პირის მიმართ ძებნაა გამოცხადებული.

ამასთან, პროკურორ ვაჟა თოდუას თქმით, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ „ქურდულ სამყაროში“ მიიღეს გადაწყვეტილება, მკვლელობაში მონაწილე პირების ანგარიშწორების შესახებ. აღნიშნული კი ეცნობა ქურდული სამყაროს წევრებს და მათ მხარდამჭერებს, რომლებსაც დაევალათ მისი აღსრულება.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მიერ, ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი, 7 პირს კი – მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 2 პირს, საზღვარგარეთ მყოფ 4 პირს და ერთ „კანონიერ ქურდს“ - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს