The Moscow Times - დონალდ ტრამპთან სამიტის ჩაშლის გამო სერგეი ლავროვმა ვლადიმერ პუტინის ნდობა დაკარგა

დონალდ ტრამპთან სამიტის ჩაშლის გამო სერგეი ლავროვმა ვლადიმერ პუტინის ნდობა დაკარგა, - ამის შესახებ სტატიას The Moscow Times-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კრემლში ნდობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან წარუმატებელი სატელეფონო საუბრის შემდეგ დაკარგა, რასაც აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის უნგრეთში დაგეგმილი სამიტის ჩაშლა მოჰყვა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ლავროვი გუშინ გამართულ რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომას არ ესწრებოდა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობდა.

ასევე, გამოცემა წერს, რომ ლავროვი სამხრეთ აფრიკაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთის დელეგაციას არ უხელმძღვანელებს.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ წელს სამიტზე რუსეთის დელეგაციის ლიდერი ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, მაქსიმ ორეშკინი იქნება.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია