ირაკლი ზარქუა - სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება იყო კარგად ორგანიზებული და დაფინანსებული - პოლიტიკოსების განცხადებები ჰაერში გაკეთებული არ იყო

კარგად ორგანიზებული, დაფინანსებული და დაგეგმილი იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება. პოლიტიკოსების განცხადებებს ის ახალგაზრდები მიჰყვნენ, რომლებიც დღეს სასჯელს იხდიან - ასე რომ, ეს ჰაერში გაკეთებული განცხადებები არ იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან, რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ქმედებები, ისევე, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, საქართველოშიც კანონით ისჯება.

„თქვენ მოწმე ხართ, როგორ ხდებოდა წლების განმავლობაში ქართული სახელმწიფოს გაშავება. არ გახსოვთ ხოშტარიები, დეკანოიძეები, სამადაშვილები, ხაზარაძეები და ეს უსამშობლოები, როგორ დარბოდნენ და ეუბნებოდნენ: „აი, პორტში შემოვიდა გემი, რომელიც სანქცირებულია“ და მიმართავდნენ ცრუ ბრალდებას. ადგილზე რომ მივდიოდით, აღმოჩნდა, რომ სხვა დროშით მოცურავე გემი იყო, რომელიც არ იყო სანქცირებული. რომელიმეს ბოდიში მოუხდია ამასთან დაკავშირებით? - არა. ნახეთ, როგორ ხდებოდა სახელმწიფო ინსტიტუციების შანტაჟი. იყო მოწოდება, რომ არ დამორჩილებოდნენ ქართულ კანონმდებლობას, იყო მოწოდება კონსტიტუციური წესრიგის ჩამომხობის. მთავრობის დამხობა მძიმე ბრალდებებია. შესაბამისად, პროკურატურამ შეკრიბა ყველა ეს განცხადება. ამ პოლიტიკოსების განცხადებებს ის ახალგაზრდები მიჰყვნენ, რომლებიც დღეს სასჯელს იხდიან. ასე რომ, ეს ჰაერში გაკეთებული განცხადება არ იყო. სიტყვებს მოქმედებაც მოჰყვა და პრეზიდენტს შეუვარდნენ. კარგად ორგანიზებული, დაფინანსებული და დაგეგმილი სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულება იყო და ბუნებრივია, ეს კანონით ისჯება ისევე, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს