ადვოკატთა ასოციაციაში ახლად გაწევრიანებულმა 150-მდე ადვოკატმა პროფესიული ფიცი დადო

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ადვოკატთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროფესიული ფიცი ადაპტაციის პროგრამის 150-მდე კურსდამთავრებულმა დადო.

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია დაარსებიდან 20 წლის იუბილესა და 8 ნოემბერს - ადვოკატის დღეს აღნიშნავს!

საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით ასოციაციაში ადვოკატთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. პროფესიული ფიცი ადაპტაციის პროგრამის 150-მდე კურსდამთავრებულმა დადო.

ახლად გაწევრიანებულ ადვოკატებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა ადვოკატის პროფესიაში შესვლა მიულოცა და სერტიფიკატები და ადვოკატის მოწმობები გადასცა.

20 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ასოციაცია არაერთ ღონისძიებას მართავს, მათ შორის, დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია - „ადვოკატის პროფესიის დაცვის შესახებ“ კონვენციის თემაზე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ფორმირების პროცესი 2001 წელს დაიწყო, ხოლო ოფიციალურად 2005 წელს ჩამოყალიბდა, როგორც დამოუკიდებელი და თვითმმართველი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 8 ნოემბერი კი ადვოკატის პროფესიულ დღედ გამოცხადდა.

ამ დროისათვის ასოციაციაში 11 ათასზე მეტი პირია გაწევრიანებული.

ადვოკატთა ასოციაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი და ხარისხიანი მართლმსაჯულების ჩამოყალიბების პროცესში, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში დემოკრატიისა და სამართლებრივი სტაბილურობის განმტკიცების ფუნდამენტური წინაპირობაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს