ვოლოდიმირ ზელენსკი - ლუკაშენკომ რაღაც ბევრი ლაპარაკი დაიწყო და აჩვენებს, როგორი კეთილია ჩვენი ერის მიმართ - ის გადაიხდის იმისთვის, რაც გააკეთა

ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობისთვის ფასს გადაიხდის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა.

„ლუკაშენკო არ უნდა დაგვავიწყდეს, რადგან მან მედიაში რაღაც ძალიან ბევრი ლაპარაკი დაიწყო და აჩვენებს, როგორი კეთილია ჩვენი ერის მიმართ. მისი სიკეთე, რომელიც დილის ოთხზე რაკეტებით მოვიდა ჩვენთან, არ გვჭირდება. თუ ის ფიქრობს, რომ თავისი სიტყვებით ცოტა წაშალოს ჩვენი მეხსიერება... ჩვენ ახალგაზრდა ხალხი ვართ, ყველაფერი ძალიან კარგად გვახსოვს. ის მაინც გადაიხდის იმისთვის, რაც გააკეთა, კონკრეტულად კი - დაუშვა თავისი ტერიტორიიდან შეტევა. არავინ არ დაივიწყებს ამას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო