ჯო ბაიდენი - ვიცოდი, ტრამპი ქვეყანას დამანგრეველ დარტყმას მიაყენებდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, არ ვიცოდი, რომ ეს რეალური ნგრევა იქნებოდა

დონალდ ტრამპის მიერ დანგრეული თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთა მისი პრეზიდენტობის იდეალური სიმბოლოა, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნებრასკის შტატის ქალაქ ომაჰაში, „დემოკრატიული პარტიის“ ღონისძიებაზე განაცხადა.

„ვიცოდი, რომ ტრამპი ქვეყანას დამანგრეველ დარტყმას მიაყენებდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, არ ვიცოდი, რომ ეს რეალური ნგრევა იქნებოდა“, - განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, „ტრამპი დამანგრეველ დარტყმას არა მხოლოდ თეთრ სახლს, არამედ კონსტიტუციას, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას აყენებს“.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, საბანკეტო დარბაზის მშენებლობის მიზნით გასულ თვეში თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთის დანგრევა დაიწყო.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო