რობერტ ფიცო - სლოვაკეთი გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევის სქემაში არ მიიღებს მონაწილეობას, თუ უკრაინის სამხედრო ხარჯებისთვის დაიხარჯება - ჩვენ ომის დასრულება გვსურს თუ გამწვავება?

სლოვაკეთი გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენებას მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

„სლოვაკეთი გაყინული აქტივების ჩამორთმევის არცერთ სამართლებრივ და ფინანსურ სქემაში არ მიიღებს მონაწილეობას, თუ ეს თანხები უკრაინის სამხედრო ხარჯებისთვის დაიხარჯება“, - განაცხადა რობერტ ფიცომ.

მისი თქმით, გაყინული რუსული აქტივების გამოყენება ომს „გაამწვავებს“.

„ჩვენ ომის დასრულება გვსურს თუ მისი გამწვავება? ჩვენ ვგეგმავთ, რომ უკრაინისთვის 140 მილიარდი ევრო გამოვყოთ, რათა ომი გაგრძელდეს. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ ომი კიდევ ორი წელი გაგრძელდება“, - აღნიშნა ფიცომ.

შეგახსენებთ, გასულ თვეში ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს შესთავაზა, რომ ევროპაში გაყინული რუსული აქტივების უმეტესი ნაწილი უკრაინის მხარდასაჭერად მათი კონფისკაციის გარეშე გამოიყენონ. გეგმის დამტკიცება ბელგიის მიერ გამოთქმული შეშფოთების გამო ვერ მოხერხდა, სადაც რუსული აქტივების დიდი ნაწილია განთავსებული.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი