ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინაში ომის დასრულებამდე სხვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კრემლი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ნატო-ს წითელ ხაზებს სცდის.

ზელენსკის The Guardian-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სრულიად შესაძლებელია, რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებამდე მეორე ფრონტი გახსნას სხვა ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ.

„მე ასე მჯერა. მას ამის გაკეთება შეუძლია. ჩვენ უნდა დავივიწყოთ საერთო ევროპული სკეპტიციზმი, რომ პუტინს ჯერ უკრაინის ოკუპაცია სურს და შემდეგ შეიძლება სხვაგან წავიდეს. მას ორივეს ერთდროულად გაკეთება შეუძლია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ის მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უკრაინა რუსული დრონებისგან დაიცვას.

ამასთან, მისი თქმით, ჯერჯერობით, გაერთიანებული სამეფო და სხვა მოკავშირეები გამორიცხავენ გამანადგურებლების გაგზავნას ქვეყნის ცენტრალური და დასავლეთი ნაწილის ცის პატრულირებისთვის - რასაც კიევი დიდი ხანია ითხოვს.

უკრაინის პრეზიდენტის მტკიცებით, სურს ამერიკელი მწარმოებლებისგან Patriot-ის 27 საჰაერო თავდაცვის სისტემის შეკვეთა. მანამდე, მისი თქმით, ევროპულ სახელმწიფოებს შეუძლიათ უკრაინას ის Patriot-ები „ასესხონ“, რომელიც მათ აქვთ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა