დიმიტრი პესკოვი - უკრაინაში კონფლიქტი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს მიაღწევს

უკრაინაში კონფლიქტი დასრულდება მაშინ, როდესაც რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს დასახულ მიზნებს მიაღწევს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა, გვსურს, რომ ეს კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს და ის შეიძლება დასრულდეს მაშინ, როდესაც რუსეთი მიაღწევს თავდაპირველად დასახულ მიზნებს. ჩვენ ვამჯობინებთ ამ კონფლიქტის მოგვარებას პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და რუსული მხარე კვლავ ღიაა ამ მიდგომისთვის“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი მტკიცებით, კიევის რეჟიმის პოზიცია ფრონტის ხაზზე გაუარესდება.

„ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია საპირისპიროზე მიუთითებს: ის ძალიან დინამიურია და მეტყველებს კიევის რეჟიმის პოზიციის პერსპექტივებზე, რომელიც დღითიდღე გარდაუვლად გაუარესდება“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი მტკიცებით, კიევის მხრიდან მცდარი წარმოდგენაა, რომ უკრაინას შეუძლია ომის მოგება და საკუთარი ინტერესების დაცვა სამხედრო საშუალებებით.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო