ანა დოლიძე - მე ვაკეთებ სულხან-საბა ორბელიანის საქმეს, დახმარების სათხოვნელად ცხენით და ეტლით ჩავიდა ევროპაში, დღეს ჩვენ შეგვიძლია საქართველოს მხარდაჭერა მოვთხოვოთ

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს მომავალი დამოკიდებულია ევროპულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე და დემოკრატიული მმართველობის განმტკიცებაზე.

ამის შესახებ დოლიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პარტნიორები დაინტერესებულნი არიან, როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველოს მომავალი და განმტკიცდეს დემოკრატიული განვითარება.

“პირადად მე ვაკეთებ სულხან-საბა ორბელიანის საქმეს. როდესაც საქართველოს მხარდაჭერა სჭირდებოდა, ადამიანი დახმარების სათხოვნელად ცხენით და ეტლით ჩავიდა ევროპაში. დღეს ჩვენ შეგვიძლია საქართველოს მხარდაჭერა მოვთხოვოთ ჩვენს მეგობრებს, რომლებიც აქ ჩამოდიან, ჩავიდეთ ევროპის დედაქალაქებში. ეს არის სულხან-საბა ორბელიანის, ილია ჭავჭავაძის გზის გაგრძელება. ვისაც ეს არ ესმის, არ ესმის საქართველოს ისტორია.

დღევანდელი მომხსენებლები დაინტერესებულები არიან თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ჩვენი მომავალი, ქვეყანაში იყოს ხალხის მმართველობა....

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ქვეყანას მართავს მთავრობა, რომელიც ბაღის ბავშვებს ჰპარავდა ფაფის ფულს.

ჩვენი ამოცანაა, საქართველო დაკავშირებული იყოს მსოფლიო სამეგობროსთან, ცივილიზებულ ქვეყნებთან, მივიღოთ მხარდაჭერა და დახმარება”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო