ისრაელის პრეზიდენტის, იცხაკ ჰერცოგის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა მას წერილი გაუგზავნა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეწყალება ოფიციალურად სთხოვა

დონალდ ტრამპმა ისრაელის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეწყალება ოფიციალურად სთხოვა, - ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ისრაელის პრეზიდენტის, იცხაკ ჰერცოგის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩემთვის პატივია ამ ისტორიულ დროს მოგწეროთ, როდესაც ჩვენ ერთად მივაღწიეთ მშვიდობას, რომლის მიღწევასაც მსოფლიო სულ მცირე, 3000 წლის განმავლობაში ცდილობდა“, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის წერილში.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესი „პოლიტიკურად მოტივირებულია“.

„მოგიწოდებთ, სრულად შეიწყალოთ ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც ომის პერიოდში ძლიერი პრემიერ-მინისტრი იყო და ახლა ისრაელს მშვიდობის დროს უძღვება“, - წერს დონალდ ტრამპი.

ცნობისთვის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე სასამართლო პროცესი 2020 წლიდან მიმდინარეობს. ნეთანიაჰუს ბრალად ქრთამის აღება, თაღლითობა და ნდობის ბოროტად გამოყენება ედება. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ თვლის.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი