უკრაინის პრემიერ-მინისტრი - ევროკავშირმა უკრაინას 5.9 მილიონი ევრო გადასცა

ევროკავშირმა უკრაინას 5.9 მილიონი ევრო გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, იულია სვირიდენკო ავრცელებს.

„უკრაინამ ევროკავშირისგან 5.9 მილიარდი ევრო მიიღო - 4.1 მილიარდი ევრო ERA-ს სესხების ინიციატივის და 1.8 მილიარდი ევრო Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში. 4.1 მილიარდი ევრო ევროკავშირის 18 მილიარდი ევროს ოდენობის ERA-ს ინიციატივის ბოლო ტრანშს წარმოადგენს, რომელიც რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით არის დაფინანსებული“, - წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი X-ზე.

მისი თქმით, „Ukraine Facility-ის ფარგლებში მიღებული 1.8 მილიარდი ევრო ადასტურებს, რომ გამოწვევების მიუხედავად, უკრაინა ევროკავშირში ინტეგრაციისკენ სვლას აგრძელებს“.

„აღნიშნული თანხები გადარჩენილ სიცოცხლეს, აღდგენილ ინფრასტრუქტურასა და გაძლიერებულ ეკონომიკას ნიშნავს. ეს საშუალებას გვაძლევს ჩვენი რესურსები იმისკენ მივმართოთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ჩვენი თავდაცვისკენ “, - აცხადებს იულია სვირიდენკო.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა