ვოლოდიმირ ზელენსკი - ფრიდრიხ მერცს ვესაუბრე და დავარწმუნე, რომ უკრაინა პარტნიორების ნდობის გასაძლიერებლად ყველაფერს გააკეთებს

ფრიდრიხ მერცი დავარწმუნე, რომ უკრაინა პარტნიორების ნდობის გასაძლიერებლად ყველაფერს გააკეთებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

„ახლახან, სამხედრო სამეთაურო პუნქტების მონახულების შემდეგ, გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს ვესაუბრე. მას

ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება გავაცანი და თავდაცვის გაძლიერებისკენ მიმართული ნაბიჯები განვიხილეთ“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ასევე, პოზიციები შევათანხმეთ ევროპული კურსისა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე. მის რჩევებს ვაფასებ და ფრიდრიხი დავარწმუნე, რომ უკრაინა პარტნიორების ნდობის გასაძლიერებლად ყველაფერს გააკეთებს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის, სტეფან კორნელიუსის ცნობით, ზელენსკიმ და მერცმა უკრაინის ენერგეტიკის სექტორში კორუფციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ისაუბრეს.

„უკრაინის პრეზიდენტმა კანცლერს აცნობა კორუფციასთან დაკავშირებით გამოძიების შესახებ მისი მთავრობის წევრების წინააღმდეგ, რომლებმაც უკვე თანამდებობა დატოვეს. პრეზიდენტმა სრული გამჭვირვალობისა და ანტიკორუფციული სააგენტოების მხარდაჭერის პირობა დადო. თავის მხრივ, კანცლერმა ხაზი გაუსვა გერმანიის მთავრობის მოლოდინს, რომ უკრაინა კორუფციასთან ბრძოლასა და რეფორმების გატარებას აქტიურად გააგრძელებს“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო