ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენმა „პეტრიოტებმა“, სხვა სისტემებთან ერთად, ეფექტურად იმუშავეს და ღამით 14 რუსული რაკეტა გაანეიტრალეს - ამასთან, ჩვენმა მეომრებმა წარმატებით გამოიყენეს „გრძელი ნეპტუნები“ რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ

ჩვენმა „პეტრიოტებმა“, სხვა სისტემებთან ერთად, ეფექტურად იმუშავეს და ღამით 14 რუსული რაკეტა გაანეიტრალეს, მათ შორის ორი აერობალისტიკური რაკეტა და ექვსი ბალისტიკური რაკეტა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„დღეს მივიღე მთავარსარდლის ანგარიში და ასევე რამდენიმე ანგარიში საჰაერო ძალების მეთაურისგან. პირველ რიგში, ჩვენმა „პეტრიოტებმა“, სხვა სისტემებთან ერთად, ეფექტურად იმუშავეს და ღამით 14 რუსული რაკეტა გაანეიტრალეს. მათ შორის იყო ორი აერობალისტიკური რაკეტა და ექვსი ბალისტიკური რაკეტა. გავაგრძელებთ ჩვენი საჰაერო თავდაცვის ამ კომპონენტის გაძლიერებას - ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობის მქონე სისტემებით“, - წერს ზელენსკი.

მისი ინფორმაციით, დიპლომატებს დაავალა, სრულად აცნობონ უკრაინის პარტნიორებს რუსული თავდასხმების შესახებ - მათი ხასიათისა და არჩეული სამიზნეების შესახებ.

„რუსეთი აგრძელებს ტერორს უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ, კერძოდ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ - და გუშინ ღამით რუსეთისთვის მთავარი სამიზნეები იყო კიევის საცხოვრებელი ტერიტორიები და ენერგეტიკული ობიექტები“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, წუხელ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ „ნეპტუნის“ რაკეტები წარმატებით გამოიყენეს.

„ღამით ჩვენმა მეომრებმა წარმატებით გამოიყენეს „გრძელი ნეპტუნები“ რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ - ეს არის ჩვენი სრულიად სამართლიანი პასუხი რუსეთის მიმდინარე ტერორზე. უკრაინული რაკეტები თითქმის ყოველთვიურად სულ უფრო მნიშვნელოვან და ზუსტ შედეგებს იძლევა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მუშაობს ჩვენს სარაკეტო პროგრამაზე და უკრაინას ამ სიზუსტეს და შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობას აძლევს“, - წერს ზელენსკი.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო