ემანუელ მაკრონი პარიზში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი 17 ნოემბერს პარიზში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს, - ინფორმაციას Reuters-ი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მაკრონი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საფრანგეთის მხრიდან უკრაინისადმი გრძელვადიანი მხარდაჭერას. ელისეის სასახლეში განმარტავენ, რომ მაკრონისა და ზელენსკის შეხვედრა მიზნად ისახავს უკრაინის დახმარების კუთხით იმპულსის გაძლიერებას გასულ თვეში უკრაინის „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ.

საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტები შეხვედრაზე ასევე განიხილავენ ორმხრივ თანამშრომლობას ენერგეტიკის, ეკონომიკისა და თავდაცვის სფეროებში.

ცნობისთვის, ეს ზელენსკის მეცხრე ვიზიტი იქნება საფრანგეთში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი