ადვოკატი - ლევან ხაბეიშვილს სუს-მა ორი თვით გაუგრძელა ყველა შეზღუდვა, რაც მას დაუწესეს

ლევან ხაბეიშვილს სუს-მა ორი თვით გაუგრძელა ყველა შეზღუდვა, რაც მას დაუწესეს, - ამის შესახებ ხაბეიშვილის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ტყეშელაძე აღნიშნავს, ხაბეიშვილი არის პირველი პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკური დაპირების გამო დააკავეს.

ლევან ხაბეიშვილს სუს-მა 2 თვით გაუგრძელა ყველა შეზღუდვა, რაც მას დაუწესეს!

სასამართლო უნდა ჩატარდეს 9 დეკემბერს, სადაც უნდა განგვეხილა ლევან ხაბეიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი.

სუს-ს შეეძლო აღნიშნული შეზღუდვები გაეგრძელებინა მხოლოდ 9 დეკემბრამდე, მაგრამ სუს-მა უკვე მიიღო გადაწყვეტილება სასამართლოს ნაცვლად, რომ ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - არ შეეცვალოს! დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ის არის პირველი პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკური დაპირების გამო დააკავეს - დააკავეს სიტყვის გამო.

ამ შეზღუდვებითაც ჩანს, რომ მათ ეშინიათ მისი მართალი სიტყვის!

სუსი იყენებს წამების დახვეწილი მეთოდს - არასრულწლოვანი შვილების ნახვასა და მათთან დარეკვის უფლებას ართმევს მამას“, - წერს ტყეშელაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ხაბეიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის, ფულის გადაცემის დაპირებას გულისხმობს, რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას და მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან.

ამასთან, ლევან ხაბეიშვილს ბრალი ასევე წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო