ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებას ამზადებს

უკრაინა საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებას ამზადებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, განაცხადა.

„ჩვენს ავიაციას ვაძლიერებთ. ასევე, ვმუშაობთ საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღებაზე. საფრანგეთთან ძლიერ შეთანხმებაზე ვმუშაობთ და მას მალე დავასრულებთ. ეს ისტორიული შეთანხმებაა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინა საბერძნეთთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობს.

„შეთანხმებას ვამზადებთ, რათა უკრაინისთვის გაზის მიწოდების ვარიანტები გაიზარდოს, როგორც ამ ზამთრისთვის, ისე მომავლისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 16 ნოემბერს საბერძნეთს ეწვევა, ხოლო 17 ნოემბერს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო