განათლების სამინისტრო - გივი მიქანაძე ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდა - ისაუბრეს საქართველოში ჩინურის სწავლების მასშტაბების ზრდის პარალელურად კადრების გადამზადებაზე, ასევე, უნივერსიტეტებში კონფუცის ინსტიტუტების ამოქმედებაზე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ ჟენ იოუცუნმა უმასპინძლა.

ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

„შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების გზები და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.

ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ნაყოფიერ პარტნიორობას და აქცენტები გაკეთდა სამომავლო ურთიერთობების გაძლიერებაზე ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.

გივი მიქანაძემ სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის განახლების სურვილი გამოთქვა. მისი თქმით დოკუმენტი, რომელიც 2001 წელს გაფორმდა, ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და შეცვლას საჭიროებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2026 წელს დაიწყება განახლებულ დოკუმენტზე მუშაობა.

შეხვედრისას ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოში ჩინური ენის სწავლების მასშტაბების ზრდის პარალელურად საჭირო კადრების გადამზადებას, სკოლებში ციფრული საკლასო ოთახების მოწყობას, სწავლა-სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას, უნივერსიტეტებში კონფუცის ინსტიტუტების ამოქმედებას და პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერებას.

აღინიშნა, რომ მომავალი წლიდან ამოქმედდება სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებიც ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში რეგულარულად განიხილავენ სხვადასხვა აქტუალურ საკითხს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ მადლიერება გამოხატა ჩინური ენის სწავლების განვითარების კუთხით საქართველოში ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯებისთვის და ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაფართოების სრული მზაობა გამოთქვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ქარუმიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და ენის განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის წარმომადგენლები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს