რელიგიის სააგენტომ პრაღაში ოკუპაციისადმი მიძღვნილი გამოცემის პრეზენტაცია გამართა

რელიგიის სააგენტომ პრაღის კონფერენციის „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, როგორც მდგრადობისა და რელიგიური ჩართულობის წყარო“ ფარგლებში გამოცემის - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სააგენტო ავრცელებს.

„პუბლიკაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში არსებული სალოცავების სავალალო მდგომარეობას ეხება.

რელიგიის სააგენტოს ბანერთან გამოფენილ წიგნებს გაეცნენ კონფერენციის მონაწილეები - სასულიერო პირები, სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატები და ჟურნალისტები.

პრეზენტაცია ჰოლოკოსტის, რელიგიათა შორის დიალოგისა და რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებში ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენლის, რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების ალიანსის (IRFBA) მოქმედი თავმჯდომარის, რობერტ რეჰაკის მხარდაჭერით გაიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს