ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა პოკროვსკისა და კუპიანსკის დაპყრობის მორიგი ვადა ჩააგდო

რუსეთმა პოკროვსკისა და კუპიანსკის დაპყრობის მორიგი ვადა ჩააგდო,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

“კირილ ბუდანოვმა ანგარიში წარადგინა ფრონტის სახიფათო მიმართულებებზე არსებულ ვითარებაზე, რუსეთის სამხედრო მომზადებებსა და ვადებზე, რომელზეც ოკუპანტს აქვს გათვლა. ახლა რუსეთმა პოკროვსკისა და კუპიანსკის პუტინის მიერ დადგენილი ვადები ჩააგდო და ვადები მორიგ ჯერზე გადაიდო.

ოლეგ ივაშჩენკომ ანგარიში წარადგინა რუსეთში პოლიტიკურ ვითარებაზე, საზოგადოებაში და აგრესორი სახელმწიფოს ხელმძღვანელის გარემოცვაში არსებულ განწყობებზე, და ასევე ეკონომიკურ ვითარებაზე. დასკვნები გაკეთებულია,” - წერს ზელენსკი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები