ალექსანდრე სტუბი - უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაზაფხულამდე ნაკლებად სავარაუდოა

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაზაფხულამდე ნაკლებად სავარაუდოა და ევროპელმა მოკავშირეებმა მხარდაჭერა უნდა შეინარჩუნონ კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალის მიუხედავად, რომელმაც კიევი მოიცვა, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა Associated Press-ს განუცხადა.

„დიდად ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მიმართ, სულ მცირე წელს მაინც“, - განაცხადა სტუბმა.

მისი თქმით, უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ევროპელმა ლიდერებმა უნდა გააძლიერონ ზეწოლა რუსეთსა და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინზე, რათა მან სტრატეგიული აზროვნება შეცვალოს.

„პუტინს არსებითად სურს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უარყოფა და ეს მიზნები არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც თითქმის ოთხი წლის წინ ომი დაიწყო“, - აღნიშნა სტუბმა.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის გზაზე სამი მთავარი საკითხია: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, მისი ეკონომიკის აღდგენა და ტერიტორიულ პრეტენზიებთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმების მიღწევა.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო