ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ კვირაში 1 000-მდე დრონი, 980-მდე მართვადი საჰაერო ბომბი და 36 რაკეტა გაუშვეს - მოვამზადეთ ახალი ძლიერი შეთანხმებები ევროპასთან, რათა მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი ცის დაცვა

რუსებმა წუხელ უკრაინის წინააღმდეგ 170-ზე მეტი დრონი გაუშვეს, რომელთაგან სულ მცირე ნახევარი „შაჰედები“ იყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები ხარკოვში, ოდესისა და დნიპროს რეგიონებში. რეაგირების ჯგუფები ასევე მოქმედებენ სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონებში.

„მთელ კვირის განმავლობაში რუსებმა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ თითქმის 1 000 თავდასხმის დრონი, 980-მდე მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 36 რაკეტა გაუშვეს“, - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, ყოველ ღამეს საჭიროა მრავალკომპონენტიანი საჰაერო თავდაცვა - საჰაერო თავდაცვის სისტემები, საბრძოლო ავიაცია, მობილური საცეცხლე ჯგუფები, თავდაცვის დრონები.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან თითოეულ კომპონენტზე უკრაინის დაცვის გასაძლიერებლად. მოვამზადეთ ახალი ძლიერი შეთანხმებები ევროპასთან, რათა მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი ცის დაცვა, ჩვენი მდგრადობა და ჩვენი დიპლომატია“, - წერს ზელენსკი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო