ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საბერძნეთში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზელენსკიმ დღეს დილით განაცხადა, რომ საბერძნეთთან გაზის მიწოდების შესახებ შეთანხმება მზადაა.

„დღეს ჩვენ უკვე მოვამზადეთ საბერძნეთთან უკრაინისთვის გაზის შესახებ შეთანხმება, რომელიც კიდევ ერთი მარშრუტი იქნება გაზის მიწოდებისთვის, რათა ზამთრისთვის იმპორტი მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს. უკვე გვაქვს შეთანხმებები გაზის იმპორტის დაფინანსების შესახებ და დავფარავთ თითქმის 2 მილიარდ ევროს, რომელიც საჭიროა გაზის იმპორტისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო