ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩადის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს საფრანგეთში ჩავა. France 24-ის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პარიზის მახლობლად, ვილაკუბლეის საჰაერო ბაზას ეწვევიან, სადაც ფრანგული მოეირიშე თვითმფრინავის, Rafale-ის პრეზენტაციას გამართავენ.

ისინი ასევე მოინახულებენ დრონებს და საფრანგეთის მიერ იტალიასთან ერთად შემუშავებულ SAMP-T საზენიტო სისტემას.

ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ საფრანგეთთან მნიშვნელოვანი შეთანხმება გამოცხადდება, რომელიც უკრაინის ავიაციის გაძლიერებას ეხება.

„მოვამზადეთ ისტორიული შეთანხმება საფრანგეთთან. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს ავიაციას, საჰაერო თავდაცვას და სხვა თავდაცვით შესაძლებლობებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, კვირას ზელენსკი საბერძნეთში იმყოფებოდა, საფრანგეთის შემდეგ კი ის სამშაბათს ესპანეთს ეწვევა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი