პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას იწყებს, რომლის ამოქმედების შედეგად, მძღოლებისთვის საგზაო წესების დარღვევაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება და დაწესებული ჯარიმები იზრდება

პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას იწყებს, რომლის ამოქმედების შედეგად, მძღოლებისთვის საგზაო წესების დარღვევაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება და დაწესებული ჯარიმები იზრდება.

ამ მიმართულებით შს სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტი განსახილველად კომიტეტებს გადაეცა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად:

100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა 20 ქულით შემცირდება;

50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;

50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა 10 ქულით შემცირდება.

50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის.

დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე.

დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება BUS LANE-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას დაექვემდებარება.

ზაქარია ქიტიაშვილი - განათლების მიმართულებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ზემოდან ქვემოთ მოდელით მიიღება, რაშიც არცერთი დაინტერესებული მხარე არ არის ჩართული
ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა
Bybit Card ქართულ ბაზარზე - კრიპტოვალუტით გადახდის ახალი შესაძლებლობა
ინვესტიციის ახალი ფილოსოფია - ფული აღარ არის ფუფუნება