ემანუელ მაკრონი - საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და თვითმფრინავების შეძენის შესახებ დადებული ხელშეკრულება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გააძლიერებს

საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და თვითმფრინავების შეძენის შესახებ დადებული ხელშეკრულება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გააძლიერებს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ კვლავ ძლიერები და მშვიდობის მიღწევის მიზნით ერთიანები ვართ. საქმე არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებას, არამედ ყველა ევროპელის უსაფრთხოებას ეხება“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, უკრაინამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელოს.

„მე ვენდობი უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის, რომ საჭირო რეფორმებს გააგრძელებენ“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონის თქმით, იმედოვნებს, რომ უკრაინაში ომი 2027 წლამდე, მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე დასრულდება.

„უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით უფრო ფართო შეთანხმებაა საჭირო, რადგან თუ უკრაინა ძლიერი არ იქნება, მაშინ რუსეთი თავის ვალდებულებებს კვლავ დაარღვევს“, - განაცხადა მაკრონმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევს, შეიძინოს სამხედრო აღჭურვილობა საფრანგეთის თავდაცვის სამრეწველო და ტექნოლოგიური ბაზიდან, მათ შორის 2035 წლისთვის Rafale F4 ტიპის 100 თვითმფრინავი უკრაინის საბრძოლო ავიაციისთვის, SAMP/T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, საჰაერო თავდაცვის რადარები, ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტები და საჰაერო ბომბები.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი