მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ისრაელის სახელმწიფოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიდეონ საარს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრისას, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის ისტორიულ და კულტურულ კავშირებს და მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესალმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზის სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე შეთანხმებას, ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების და პირადად პრეზიდენტ ტრამპის განსაკუთრებულ ძალისხმევას და წვლილს რეგიონში მშვიდობის მიღწევაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საკითხში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ თანამშრომლობა ორმხრივ ფორმატში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია