Reuters - ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკრაინის დაფინანსების სამ ვარიანტზეა საუბარი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკრაინის დაფინანსების სამ ვარიანტზეა საუბარი, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ევროკომისიის პრეზიდენტის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამი ვარიანტი გამოვყავით: წევრი სახელმწიფოების მიერ მხარდაჭერის გრანტებით დაფინანსება, შეზღუდული სესხი ევროკავშირის მიერ ფინანსური ბაზრებიდან აღებული სესხის მეშვეობით დაფინანსებით, გაყინული აქტივების საბანკო ბალანსით უზრუნველყოფილი შეზღუდული სესხი“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ასევე, ევროკომისიის პრეზიდენტი წერილში წერს, რომ აღნიშნული ვარიანტების გაერთიანებაც შესაძლებელია.

წერილის თანახმად, 2026-2027 წლებისთვის უკრაინის ფინანსური საჭიროება 135.7 მილიარდ ევროს შეადგენს.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპელ ლიდერებს გადაწყვეტილების სწრაფად მიღებისკენ მოუწოდა, კერძოდ დეკემბერში დაგეგმილი ევროპული საბჭოს შეხვედრამდე.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს