გაერო-ს უშიშროების საბჭომ ღაზაში ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმასთან დაკავშირებული აშშ-ის რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო აშშ-ის მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმას ღაზაში ომის დასრულების შესახებ და პალესტინის ანკლავში საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების განლაგების უფლებამოსილებას იძლევა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ტრამპის თავმჯდომარეობით შექმნილ მშვიდობის საბჭოში - გარდამავალ ორგანოში, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ღაზას რეკონსტრუქციასა და ეკონომიკურ აღდგენას. ის ასევე ავტორიზაციას უწევს საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ღაზას დემილიტარიზაციის პროცესს, მათ შორის განიარაღებით და სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებით.

რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ „შესაძლოა საბოლოოდ შეიქმნას პირობები პალესტინის თვითგამორკვევისა და სახელმწიფოებრიობის სანდო გზის დასაწყებად“, მას შემდეგ, რაც პალესტინის ხელისუფლება რეფორმების პროგრამას განახორციელებს და ღაზას სექტორის რეკონსტრუქცია წინ წავა.

„შეერთებული შტატები ისრაელსა და პალესტინელებს შორის დიალოგს დაამყარებს მშვიდობიანი და აყვავებული თანაარსებობის პოლიტიკურ ჰორიზონტზე შეთანხმების მიღწევის მიზნით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

რუსეთმა და ჩინეთმა ხმის მიცემაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.

რეზოლუციის მიღებას „ჰამასი“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დოკუმენტი ღაზას სექტორის საერთაშორისო მეურვეობის მექანიზმს აწესებს, რასაც ღაზაში მცხოვრები ხალხი და მათი ფრაქციები უარყოფენ. „ჰამასმა“კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ განიარაღებას არ აპირებს და რომ ისრაელის წინააღმდეგ მისი ბრძოლა ლეგიტიმური წინააღმდეგობაა.

პალესტინის ხელისუფლება რეზოლუციის მიღებას მიესალმა და განაცხადა, რომ მზადაა მონაწილეობა მიიღოს მის განხორციელებაში.

დონალდ ტრამპმა კენჭისყრა „ნამდვილი ისტორიული პროპორციის მომენტად“ შეაფასა. „საბჭოს წევრები და კიდევ ბევრი საინტერესო განცხადება გაკეთდება მომდევნო კვირების განმავლობაში“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის