ფრიდრიხ მერცი, ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი ბერლინში დღეს შეხვედრას გამართავენ

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი დღეს ბერლინში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდება.

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბერლინში დაესწრება სამიტს, რომელიც ევროპის ციფრული სუვერენიტეტის გაზრდას ეხება.

სამიტის შემდეგ გამართულ ვახშამზე გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერიც შეუერთდებათ.

Politico წერს, რომ განსახილველ საკითხებს შორის, სავარაუდოდ, უკრაინის თემა და კონტინენტზე თავდაცვის თანამშრომლობა იქნება.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი