მაია ბითაძე - გიგი წერეთელი და თინა ბოკუჩავა ეუთო-ს კონფერენციის პარალელურად, დერეფნებში დადიან, მოითათბირეს და საკუთარ აზრებს ეუთო-ს გადაწყვეტილებად ასაღებენ - მათი გავრცელებული ინფორმაცია ეუთო-ს ოფიციალურ გვერდებზე არ იძებნება

გიგი წერეთელი და თინა ბოკუჩავა ორი დღეა ეუთო-ს კონფერენციის პარალელურად, დერეფნებში დადიან, რაღაც მოითათბირეს და საკუთარ აზრებს ეუთო-ს გადაწყვეტილებად ასაღებენ - ეუთო-ს ფორმატში EPP-ის არანაირი ფორმალური მანდატი არ აქვს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი მაია ბითაძე „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს.

ბითაძის თქმით, „ეს ადამიანები, კვლავ განაგრძობენ საქართველოს ღალატს”.

„ანუ გიგი წერეთელი და თინა ბოკუჩავა 2 დღეა ეუთო-ს კონფერენციის პარალელურად, დერეფნებში დადიან, საკუთარი პარტიის წევრებთან ერთად რაღაც მოითათბირეს და მთელ საქართველოს საკუთარ აზრებს ეუთო-ს გადაწყვეტილებად ასაღებენ! თან ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეუთო-ს ფორმატში EPP ევროპის სახალხო პარტიას არანაირი ფორმალური მანდატი არ აქვს.

ეს ადამიანები, კვლავ განაგრძობენ საქართველოს ღალატს! კვლავ განაგრძობენ ქვეყნისთვის ძირის გამოთხრას და უფრო მეტიც! ეუთო-ს სახელს იყენებენ საკუთარი აზრებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის! მაინტერესებს ეუთო-ს სახელის ასე გამოყენება ლეგალურია?! ამაზე უფიქრიათ?

მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არც სხდომაზე გაჟღერებულა და არც ეუთო-ს ოფიციალურ გვერდებზე არ მოიძებნება!“,- აცხადებს ბითაძე.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს