გიორგი სიორიძე - რეჟიმს ეშინია ქართული ემიგრაციის - „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არის რუსული პოლიტიკა, „ოცნება“რუსული დირექტივის შემსრულებელია

რეჟიმს ეშინია ქართული ემიგრაციის და უზღუდავს მათ კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას, - ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იქ, სადაც არჩევნები შედარებით თავისუფალ გარემოში ჩატარდა, „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა მხოლოდ 13% აიღო.

„ქართული ოცნება“ ქართველ ემიგრანტებს, რომელთაც უდიდესი როლი და წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, ართმევს შესაძლებლობას, საზღვარგარეთიდან მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, საქართველოს ბედის გადაწყვეტაში. ჩვენ ვნახეთ, რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი თანამოქალაქეები, რომელთაც ასობით კილომეტრი გაიარეს, საათობით იდგნენ რიგებში საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებთან იმისთვის, რათა დაეფიქსირებინათ თავიანთი არჩევანი. ვნახეთ, რომ იქ, სადაც არჩევნები შედარებით თავისუფალ გარემოში ჩატარდა და ქვეყნის შიგნით ჩატარებული არჩევნებისგან განსხვავებით, არ იყო სივრცე მანიპულაციებისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ 13% აიღო. სწორედ ამიტომაც, რეჟიმს ეშინია „ქართული ემიგრაციის“ და უზღუდავს მათ კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას. პარტიამ „ლელო- ძლიერმა საქართველომ“, მე როგორც ცესკოს ოპოზიციონერმა წევრმა და თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ ჯერ კიდევ შარშან იმისთვის, რათა უცხოეთში გაცილებით მეტ ადგილას გახსნილიყო საარჩევნო უბნები. ვიბრძოლეთ ცესკოში, ვიბრძოლეთ სასამართლოში. თუ ადრე ცესკო ქმნიდა ბარიერებს, ახლა უკვე საკანონმდებლო დონეზე პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიან საზღვარგარეთიდან ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობას. თან, ამავდროულად, ავალდებულებენ ძალიან ცინიკურად ჩვენს თანამოქალაქეებს, კეთილი ინებონ და არჩევნებისთვის ჩამოვიდნენ საქართველოში. ეს არის რუსული პოლიტიკა, „ქართული ოცნება“ გახლავთ რუსული დირექტივის შემსრულებელი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ჩვენს თანამემამულეებს შეუნარჩუნდეთ თავიანთი საარჩევნო ხმა“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის