Bloomberg - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შესაძლოა, პირადად შეატყობინოს ზელენსკისთან მოლაპარაკებების შედეგები მოსკოვს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შესაძლოა, რუსეთს შეატყობინოს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების შედეგები. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.

არსებული ინფორმაციით, 19 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავა, სადაც თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ, სტივ უიტკოფს შეხვდება.

წყაროს ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა შესაძლოა, პირადად შეატყობინოს მოლაპარაკებების შედეგები მოსკოვს (რომელიც არავის არ აგზავნის შეხვედრაზე), თუ დადებითი შედეგი იქნება, მათ შორის ტყვეების პოტენციური გაცვლა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო